- პროექტის სახელი:,,დანაგვიანებული გარემო"
- პროექტის მოკლე აღწერა:
- მოსწავლეები დაასუფთავებენ სკოლის ტერიტორიას,გააცნობიერებენ,რომ გარემოს დანაგვიანება გლობალური პრობლემაა.შექმნიან,,ნაგვის სასაფლაოს".
- 1)მოსწავლეები დაასუფთავებენ სკოლის ტერიტორიას და შეძლებენ ნარჩენების დახარისხებას(ბუნებრივს და ადამიანის მიერ ნაკეთებს).
- 2)მოსწავლეები დაადგენენ ,როგორ იშლება მიწაში ჩაფლული ნარჩენები ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
- 3)შექმნიან კოლაჟს თავიანთი პოზიციის გამოსახატავად.
- პროექტის სრული აღწერა:
- თამაში ,,ნადირობა ნაგავზე".მოსწავლეებს დავურიგებ ჰიგიენურ ხელთათმანებს,თითო ჯგუფს თითო პარკს,ჯგუფები უკვე განაწილებულნი იქნებიან,შემოივლიან სკოლის ტერიტორიას ,მოაგროვებენ ნარჩენებს და ჩაყრიან პარკში.ასე ,,მოინადირებენ"ნარჩენებს და შემდეგ ჯგუფები გაარკვევენ ,რა ,,მოინადირეს".
- ჯგუფები წარმოადგენენ ნარჩენებს.ყველა ჯგუფისგან შეიქმნება ორი გროვა:ბუნებრივი ნარჩენების და ადამიანის მიერ ნაკეთები ნარჩენების.იმართება მსჯელობა;მოსწავლეთა უმრავლესობა გამოთქვამს აზრს რომ ეს ნარჩენები ,,დავაბინავოთ"ნაგვის კონტეინერში,რომელიც ქალაქსი ათასობით არის,მაგრამ წარმოიქმნება პრობლემა ,ამდენი ნაგავი ერთად უზარმაზარ მთას წარმოქმნის.მოსწავლეები უნდა მივიდნენ იმ დასკვნამდე ,რომ ნაგავი უნდა დაიწვას ან მიწაში ჩაიმარხოს.
- ხდება შერჩევა ,,ნაგვის სასაფლაოსთვის".ვსვავ კითხვას:რა მოსდის მიწაში ჩაფლულ ნარჩენებს?იმართება დისკუსია.გადაარჩევენ ნარჩენებს ,რომლის დამარხვასაც ისურვებდნენ და პარკში ჩაალაგებენ.ესენი შეიძლება იყოს:ცელოფნის პარკი,შუშის ქილა,ძვალი,ხილის ნარჩენი,სიგარეტის კოლოფი,ფოთოლი,ქაღალდი,თუნუქის ქილა,რკინის ლურსმანი და სხვა.სველ ნარჩენებს ბუნკერში გადააგდებენ.
- ,,ნაგვის სასაფლაოს "შექმნა.მუშაობენ ჯგუფები,რომელთაც აქვთ ნიჩბები,თხრიან მიწას და მარხავენ ნარჩენებს.თითოეული ჯგუფი იღებს სურათებს,თუ რა ჩამარხეს.შემდეგ ჯგუფის ლიდერი ჩამოწერს თაბახის ფურცელზე თუ რა საგნები ჩამარხეს,ასევე:ა)ჯგუფის წევრების სახელებს;ბ)რა სახეს მიიღებს ეს საგნები მათი აზრით შვიდი თვის შემდეგ.
- სასწავლო წლის ბოლოს ,ამოვთხრით ჩაფლულ საგნებს ,თან გვექნება გადაღებული სურათები და ნახავენ ,რომ ზოგიერთი ორგანული ნარჩენი მიწაში კარგად იშლება და ორგანულ სასუქად იქცევა,ხოლო ისეთი ნარჩენი, როგორიცაა ცელოფნის პარკები და პლასტიკატისგან დამზადებული საგნები ისევ უცვლელია.
- იგივე ჯგუფები მუშაობენ კოლაჟის შექმნაზე.დახატავენ დიდ ი ფორმატის ქაღალდზე დედამიწის კონტურს,გააფერადებენ ლურჯად და ყავისფრად და მიაკრავენ თითო საგანს,ნარჩენს.სახელდახელოდ შექმნიან ფორმატის ფურცელზე პლაკატს წარწერით,რომელიც ადამიანებს გარემოს დანაგვიანების საწინააღმდეგოდ მოუწოდებს.
- მონაწილეთა ასაკი: პროექტში მონაწილეობს მესამე კლასი,8-9წელი.
- ხანგრძლივობა:პროექტი გრძელდება სამი–ოთხი გაკვეთილი.წლის ბოლოს ერთი გაკვეთილი.
- აქტივობები კლასში:ასოციაციური რუკის შექმნა,კოლაჟის შექმნა,პლაკატის შექმნა.
- სარგებელი სხვებისთვის:აკეთებენ სასარგებლო საქმეს სხვებისთვის, ,,დედამიწა ნარჩენებში იძირება", ,,დედამიწა შველას ითხოვს" .მისაბაძი მაგალითი პატარებისთვის.
სამუშაო ენა:ქართული.
- კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:
1.იკვლევს ლოკალურ გარემოს და აღწერს ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეულ ცვლილებებს.
2.განასხვავებს გარემოსათვის ადამიანის სასარგებლო და საზიანო ქმედებებს.
3.თანაკლასელებთან ერთად მონაწილეობს გარემოში ქცევის წესების შემუშავებაში.
4.მონაწილეობს სკოლის გარემოს გაუმჯობესებისთვის დაგეგმილ აქციებში.
- პროექტის ფასილიტატორი:მაკა სეფიაშვილი
- ელ.ფოსტა.maknatuna221@gmail.com